ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო 2018 წლის  პირველი იანვრიდან ხდება [Video]

2017 წლის 27 ივნისი | 16:04

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება .პროცესი ეტაპობრივად განხორცილდება. ამ საკითზე არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას, ქართულ მხარეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანია „ეს-ჯი-ეს“-სს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი „ეს -ჯი-ეს“-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ.

არსებული ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში, ეს სიახლე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებს შეეხება. უკვე ცნობილია, რომ ავტომანქანებს 12 კრიტერიუმით შეაფასებენ. ესენი:  ძარა და ძარის ელემენტები,  ხილვადობა,  მოწყობილობები,  კომპლექტაცია, იდენტიფიკაცია, საჭე, კონტურული მარკირება, მაშუქი ხელსაწყოები, სამუხრუჭე სისტემა, ხმაური,  საბურავები და  გამონაბოლქვი.

სინქრონი:

გიორგი ჩერქეზიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.