ავთანდილ ბერიძე – მე ვერ ვიპოვე იმ სატელეფონო ჩანაწერში კანონდარღვევა {video}

2014 წლის 12 ივნისი | 16:39

„მე ვერ ვიპოვე იმ სატელეფონო ჩანაწერში კანონდარღვევა“-ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დეპუტატ მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის მომხდარი ინცინდენტი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს საკითხის შესაფასებლად და განსახილველად რამდენიმედღიანი ვადა აქვთ და ეს თემა კვლავ განიხილება. ავთანდილ ბერიძის თქმით, დეპუტატთა ნაწილმა მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრთა შორის კონსულტაციების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსნეებთ, რომ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“ თავმჯოდმარეს ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლისა და ზეწოლის გამო პროკურატურაში უჩივის.

ავტორები:

ლანა ძაძამია, გიორგი ბოლქვაძე, რამაზ ფანცულაია.

წყარო: TV25.ge.