აუდიტი გორის “დილაში” და სტადიონზე ამოსული სოკოები {VIDEO}

2016 წლის 13 ივლისი | 15:45

გორის “დილა” წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. გუნდს კვლავ ფინანსური პრობლემები აქვს. “დილას” შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატი, თამაზ შიოშვილი საუბრობს და გორის მერიის აუდიტის სამსახურს მათ მიერ მომზადებული ანგარიშის გასაჯაროებას სთხოვს.  ჯირკველიშვილის უწყება, რომელმაც გორის საფეხბურთო გუნდი 1 057 000 ლარით დააფინანსა, შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გასაჯაროებას არ ჩქარობს. საფეხბურთო კლუბში კი ფინანსურ პრობლემებზე არ საუბრობენ და გუნდის დაშლას გამორიცხავენ.

წყარო: “დია”.