აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდგომი პროცედურები {VIDEO}

2016 წლის 7 ივლისი | 14:50

არჩილ ხაბაძის გადაგომის შემდეგ, მთავრობის წევრები, აჭარაში მოქმედი ოთხივე მინისტრი ავტომატურად გადამდგარია. ახალი მთავრობის ფორმირებამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან. მინისტრების მოადგილეებს კი ახალი მინისტრების დანიშნვისთანავე უფლებამოსილება უწყდებათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის ვალდებული გადადგომასთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირს ან აჭარის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართოს. მთავრობის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. მის დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ახალი თამჯდომარე კი, დამტკიცების შემდეგ, უმაღლეს საბჭოს ნდობის გამოსაცხადებლად ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.

ავტორები:

დიანა თურმანიძე, მირიან ურუშაძე.

წყარო: TV25.ge.