აჭარას ახალი მთავრობა ჰყავს {VIDEO}

2016 წლის 19 ივლისი | 15:24

ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ ახალ შემადგენლობას დეპუტატების უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა. აჭარის მთავრობის ოთხკაციან შემადგენლობაში პოსტი ორმა პირმა შეინარჩუნა, მათთან ერთდ მინიტრის პორთფელი ორმა ახალმა სახემ ჩაიბარა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზურაბ პატარაძე, გვპირდება ახალი გუნდი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

როგორც აღმოჩნდა, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა დეპუტატების ნაწილმა საკუთრი სურვილით მიღო.

დეპუტატებს შორის აღმოჩნდა ისეთი კანონმდებელიც, რომელმაც საკუთარ თავთან წინააღმდეგობის მიუხედავად კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირებას მხარი არ დაუჭირა დარბაზში მყოფი ნაციონალური მოძრაობის 7 შვიდმა წევრმა.

ახალი მინისტრთა კაბინეტის სამომავლო საქმიანობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხისმგებლობა არ აიღო დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ.

აჭარის მთავრობის განახლებული კაბინეტი უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ავტორები:

დიანა თურმანიძე, ვაჟა კეშელავა, მირზა ციმნარიძე.

წყარო: TV25.ge.