ასოცირების ხელშეკრულების ინტეგრირებული გზამკვლევი – ახალი ვებ-პორტალი ასოცირების ხელკშეკრულების შესახებ [Video]

2017 წლის 25 მაისი | 16:15

ასოცირების ხელშეკრულების ინტეგრირებული გზამკვლევი – „ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ შექმნილი ვებ-პორტალი www.aa.ge მართვაში პარლამენტს გადეცა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, საიტი საკანონმდებლო ორგანოსთვის მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლის ერთგვარი მექანიზმი იქნება.

საიტი, საქართველო- ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას შეეხება და მისი მიზანია, დაინტერესბული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად იკისრა.

ვებ-პორტალი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში მოიძიოს ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა თემა და 2009 წლის ჩათვლით, წლების მიხედვით დაახარისხოს ინფორმაცია, რა სფეროში და რომელ წელს უნდა მოახდინოს საქართველომ კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოებით.

საიტი “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამამ „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით მოამზადა

სინქრონები:

  1. ქეთევან ხუციშვილი – “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი;
  2. ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.