აშშ-ს არჩევნების გავლენა საქართველოს მომავალზე {VIDEO}

2017 წლის 31 იანვარი | 12:54

ექნება თუ არა აშშ-ს არჩევნებს გავლენა საქართველოს მომავალზე 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შემდეგ მან პირველი აქტივობებიც განახორციელა და დადგელილებებიც გამოსცა. წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არამხოლოდ შტატებში, საერთაშორისო ასპარეზზეც ხშირად განიხილავდნენ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ტრამპის პრეზიდენტობას. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო რუსეთისადმი მისი პოზიციები იყო. როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ახალარჩეული პრეზიდენტის პირობებში და რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, ამ საკითხის განსახილველად „ქვემი ქართლის ტელეკომპანიამ“ დისკუსია გამართა.