არასამთავრობო სექტორის ნაწილი- პრემიერის პოზიცია მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის {video}

2014 წლის 6 ოქტომბერი | 13:52

– პრემიერის პოზიცია მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია , – ასე გამოეხმაურა არასამთავრობო  ორგანიზაციების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით,  მედიასაშუალებებმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ძმის საქმე  გააშუქეს, ხოლო “ასავალ-დასავალის” კორესპონდენტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე სოლიდარობა არ გამოხატეს.

მათი შეფასებით,  პრემიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და არც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ,  რომ პრემიერის მხრიდან ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი მიუღებელია და ღარიბაშვილმა მის  მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

პრემიერის განცხადების მიმართ უარყოფითი პოზიცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”, ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და ” სამოქალაქო განვითარების სააგენტომ” დააფიქსირეს.

სინქრონები:

ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი;
კახა კოჟორიძე – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.