არაფორმალური განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში {VIDEO}

2016 წლის 11 ნოემბერი | 13:43

სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები – ამ სფეროების მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირების პროგრამა განხორციელდება.

არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან, დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირების პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულება  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ინფორმაციულ ტექნოლოგიები კი ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სინქრონები:

ქეტევან ნატრიაშვილი – განათლების მინისტრის მოადგილე;
თამარ ქიტიაშვილი – გაეროს განვითარების პროგრამების მრჩეველი.