“არ გადასცეთ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას”- აქცია კანცელარიასთან [Video]

2017 წლის 7 ივნისი | 14:36

“არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას”, “მასწავლებლობა დანაშაული არ არის”,  “განათლების ელჩი მუსტაფა გაათავისუფლეთ”- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დემირელის კოლეჯის თანამშრომლის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად მოქალაქები. აქციაზე ჩაბუქის ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები, დემირელის კოლეჯის პედაგოგები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

კანცელარიის წინ შეკრებლებმა სიმბოლურად ხელებზე ბორკილები დაიდეს და ამ ფორმით შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ ჩაბუქის მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცედურები აბსურდულია და ის საქართველოში მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით იმყოფება.

თურქეთის მოქალაქის ადვოკატის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს მთავრობასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მოთხოვნით  მუსტაფა ემრე ჩაბუქს  ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. ლტოლვილის სტატუსისი მინიჭების  მაქსიმალური ვადა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით 21 თვეა.

სინქრონები:

  1. ზვიად ფიფია-აქციის მონაწილე;
  2. თუბა ჩაბუქ-მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე;
  3. ვახტანგ კვიჟინაძე-ადვოკატი;
  4. სოფო გუმბარიძე- დემირელის კოლეჯის კურსდამთავრებული.

ავტორები:

მარი მაჭარაშვილი, დათო ჯიბუტი.