აფხაზური მედიის ცნობით თურქული კომპანია ოკუპირებულ ოჩამჩირეში ფერმის მშენებლობას გეგმავს [Video]

2017 წლის 9 ივნისი | 19:54

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ოკუპირებული აფხაზეთის მედია საშუალება “აპსნი რუ-ზე” დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქული კომპანია “Bontoro Farm” ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში  მეცხოველეობის კომპლექსს ააშენებს. სტატიაში ასევე წერია, რომ საწყის ეტაპზე ფერმა 500 ძროხაზე იქნება გათვლილი, სადაც დაცული იქნება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმები. თურქული კომპანიის დირექტორი, ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ აფხაზეთში ის თბილად მიიღეს და რაულ ხაჯიმბა  უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა. ბიზნესმენი იქვე დასძენს, რომ დარწმუნებულია საქმიანობა დადებით გავლენას მოახდენს აფხაზეთში მეცხოველეობის განვითარებაზე. რა ინფორმაციას ფლობს საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თურქული კომპანიის გეგმების შესახებ, ამის გასაგებად ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დავუკავშირდით, თუმცა ორი დღის განმავლობაში უწყებებიდან კომენტარის გაკეთება ვერავინ შეძლო. თურქეთის საელჩოში კი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპაუხეს.

იმ შემთხვევაში თუ კი „აპსნი რუ-ს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რა ქმედებების განხორციელება შეუძლია საქართველოს მთავრობას?-გთავაზობთ „კონსტიტუციის 42 მუხლი“-ის იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებას.

სინქრონი:

არჩილ ჩოფიკაშვილი-“კონტიტუციის 42 მუხლის” იურისტი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.