აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტებისა და ამერიკის ელჩის შეხვედრის დეტალები [Video]

2017 წლის 6 ივნისი | 16:23

“ამერიკის ელჩს ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და არ გვაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ გაუჩინარდა  დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრიდან ჟურნალისტი”, – ელჩთან შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მგელაძე გვესაუბრება. მისივე თქმით, იან კელიმ მოისმინა ჟურნლაისტების ხელთ არსებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურ კომუნიკაციაშია საქართველოს ხელისუფლებასთან, აწარმოებს ამ პროცესის მუდმივ დაკვირვებას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში ბოლოს 29 მაისს ნახეს, მეორე დღეს კი მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკული მასალების ავტორობითაა ცნობილი. ის ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა. ჟურნალისტის საქმის გამძიებას ქართული მხარეც აწარმოებს, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით. აზებაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა, საზღვრის უკანონო კვეთის, სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და კონტრაბანდის ბრალდებით.

ავტორები:

 

ნატალია ჯალაღონია, ალექსანდრე ხატიაშვილი.