ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა და გარემოსდამცველთა შენიშვნები {VIDEO}

2016 წლის 4 ოქტომბერი | 11:49

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ანაკლიაში, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად შენდება, მოიცავს 9 ფაზას და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

პროექტთან დაკავშირებით შენიშვები აქვთ გარემოსდამცველებს. ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, მშნებლობის ნებართვა უკვე გაცემულია თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დუკუმენტი. “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ანაკლიის ნავსადგურის ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი;
ირაკლი მაჭარაშვილი – “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.