ამფითეატრის მიმდებარე ტერიორია ისევ საწყობად გამოიყენება [Video]

2017 წლის 30 მაისი | 15:59

ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიას ისევ ღია საწყობად იყენებს. ჩამოწერილ ქონებას გასული წლის შემდეგ ხელმძღვანელობამ ადგილი ჯერაც ვერ მოუძებნა. გასულ წელს  ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ საწყობისთვის დროებითი ფართის გამოყოფას მერიას სთხოვდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა საკუთარი სათავსოს აშენების გადაწყვეტილება მიიღო,   პროექტი უკვე მზად აქვს, მშენებლობას სეზონის დასრულების შემდეგ, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაიწყებენ.  მეორე წელია ასევე ღია ცის ქვეშ არის დასაწყობებული სხვადასხვა მულტიპლიკაციური გმირების ფიგურებიც. ისინი თავის დროზე შეუსაბამო ხარისხის გამო ბულვარის ადმინისტრაციამ კომპანია „გამა +“-გან არ ჩაიბარა. საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, რომლის დასრულებამდეც პასუხისმგებლობას გატანაზე  არცერთი მხარე არ იღებს. რაც შეეხება ახალი ფიგურების  დამონტაჟებას, მათი შეძენა მიმდინარე წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

წყარო: TV25.