ამორტიზირებული გზა ბათუმი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე {VIDEO}

2016 წლის 11 აპრილი | 13:32

ბათუმი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დაზიანებულია. გზის მონაკვეთი სოფელ წყავროკაში, მცოცავი გრუნტის გამო, პერიოდულად სკდება და მოძრაოფა ფერხდება. ამორტიზებული მონაკვეთი გამაფრთხილებელი ლენტით ბოლო რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია. მძღოლები და ადგილობრივები ამბობენ, რომ სგზაო შემთხვევებმა იმატა.

მცოცავი ნიადაგის გამო, საავტომობილო გზა წელიწადში რამდენჯერმე ზიანდება. მონაკვეთის რეაბილიტაცია პერიოდული მოასფალტებით შემოიფარგლება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქიდან სპეციალსტები ერთი თვეში ჩამოვლენ, პრობლემას ადგილზე შეისწავლიან და გზის შეკეთება შესაბამისი საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

რა თანხა დასჭირდება გზის რეაბილიტაციას აჭარის საავტომობილო გზების დირექციაში არ იციან. უწყებას ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხები არ აქვს გათვალისწინებული. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყება ამორტიზებული გზის შეკეთება.

ავტორები:

დიანა თურმანძე, ლაშა თავდგირიძე, მანანა ბერიძე.

წყარო: TV25.ge.