ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

2017 წლის 16 მარტი | 18:18

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით / U.S. Embassy Statement on Developments in Georgia’s regions of Abkhazia and South Ossetia

ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს.

The United States fully supports the territorial integrity of Georgia and its sovereignty within its internationally recognized borders. As such, the United States does not recognize the results of an election conducted illegitimately in Georgian territory without the consent of the Government of Georgia, and condemns the decision to integrate the military forces of the breakaway region of South Ossetia with those of the Russian Federation.

The United States’ position on Abkhazia and South Ossetia is clear and consistent – both these regions are integral parts of Georgia.

The United States believes the Geneva International Discussions is the forum to address the situation in Georgia’s Abkhazia and South Ossetia regions, and so we urge all participants to avoid actions which undermine these discussions.

წყარო: ამერიკის საელჩო.