ამერიკის და კუბის ლიდერების პირველი ერთობლივი პრესკონფერენცია {VIDEO}

2016 წლის 25 მარტი | 15:12

ვიზიტის ყველაზე დამაინტრიგებელი, ბარაკ ობამას და რაულ კასტროს ერთობლივი პრესკონფერენცია იყო. ობამას მრჩეველმა ბენ როუდსმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ლიდერების შეხვედრამდეც კი, შეთანხმებული არ იყო. ამერიკელებმა კუბურ მხარეს გააგებინეს, რომ ბარაკ ობამა ჟურნალისტებს უცხოელ ლიდერებთან გამართულ ყოველ შეხვედრაზე პასუხობს, მათ არ ეშინიათ მიზანმიმართული კრიტიკის და ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ქვეყნებს შორის ჯანსაღი დიალოგის მანიშნებელია.

კასტრო არ არის მიჩვეული ამგვარ ფორმატს, ჟურნალისტის კითხვას პოლიტპატიმრების შესახებ, მან უპასუხა რომ წარმოედგინათ კონკრეტული სია.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.