ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, ბევრი ბიულეტინი გაყალბდა – ბიძინა ივანიშვილი {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 17:13

“ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა დღეს არჩვენების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ. მან ასევე ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ ტარდება ქვეყნის მასშტაბით მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში. მისი განმარტებით, ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო და ბევრი ბიულეტინი გაყალბდა. “ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ თქვენ კარგად იცით”, – აღნიშნა ექსპრემიერმა.