ახალციხის ციხეზე გაცოცხლებული XII საუკუნე [Video]

2017 წლის 29 მაისი | 12:04

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით – ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ,“ ახალციხეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ახალციხის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით, მე-12 საუკუნე გააცოცხლა.

ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები იღებდნენ მონაწილეობას.

დღის კულმინაცია ქაჯეთის ციხის აღების სცენა იყო, რომელიც ახალციხის ციხის ზედა ნაწილში, შებინდებისას დაიდგა.

შავფაროსნების მონაწილეობით გაიმართა ორთაბრძოლა, მოეწყო ცეცხლოვანი შოუ.

წყარო: TV 9.