“ახალციხის ციხე” სახელფასო ხარჯებს ამცირებს [Video]

2017 წლის 4 ივნისი | 21:31

აა(ი)პ “ახალციხის ციხეზე” რეორგანიზაცია იწყება. კომპლექსის დირექტორის თქმით, მათთან სტრუქტურული ცვლილებებია დაგეგმილი, რაც თანამშრომლების პოზიციებისა და ხელფასების ცვლილებას გულისხმობს. ზაზა თამარაშვილი ირწმუნება, რომ სამსახურიდან არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ იგეგმება. მისივე თქმით, რეორგანიზაციის მიზანია, რომ კომპლექსის მართვა უფრო ეფექტური გახდეს.

აღნიშნული პროცესი კიდევ ერთი სამსახურის შექმნასაც ითვალისწინებს. სამეურნეო სამსახურის თანამშრომლები, ელექტრომომარაგებისა და გათბობის სისტემების გამართულ მუშაობასა და მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე იზრუნებენ.
რეორგანიზაციის შედეგად, 2017 წელს, “ახალციხის ციხის” სახელფასო ხარჯი 8 620 ლარით შემცირდება.

რეორგანიზაციას მხარი ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.

წყარო: TV9.