ახალციხის მუნიციპალიტეტს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს [Video]

2017 წლის 20 აპრილი | 20:52

ახალციხის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის ერთკვირიანი  ვიზიტი დაიწყო. შვიდი დღის განმავლობაში სტუმრებს ახალციხის გამგებელი ზაზა მელიქიძე უმასპინძლებს. ოფიციალურ დელეგაციას ვეიჰეროუს გამგებელი გაბრიელა ლისიუსი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მასპინძლებმა და სტუმრებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნობა. სტუმრები დაათვალიერებენ კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მოინახულებენ საწარმოებს.

ორ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი განახორციელდა.

სინქრონები:

  • გაბრიელა ლისიუსი ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
  • რიშარ შარნეცკი – ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
  • ზაზა მელიქიძეახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.