ახალციხის მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა {video}

2014 წლის 24 ივლისი | 10:54

ახალციხის მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა. გია კოპაძე ამბობს, რომ ბრძანებებს ხელი დღის ბოლოს მოაწერა. მისი განმარტებით,  ეს ის პიროვნებები არიან ვინც უშუალოდ მერის  ბრძანებით დაინიშნებიან და გათავისუფლდებიან. ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ქალაქის მერის ორი მოადგილის ვინაობაა ცნობილი, მესამე  კი ჯერ განხილვის პროცესშია და მალე დაინიშნება. რამდენიმე დღეში გაირკვევა რწმუნებულების ვინაობაც, რომლებიც ახალციხის სხვადსხვა უბნებზე მერის წარმომადგენლები იქნებიან.  რაც შეეხება სამსახურების სპეციალისტებს მათი დანიშვნა ეტაპობრივად იგეგემება.

წყარო: ტელეკომპანია “მე-9 არხი”.