ახალციხის მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად 682 000 ლარამდე დაიხარჯება [Video]

2017 წლის 5 აპრილი | 20:40

კანალიზაციის სუნი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ანტისანიტარია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა – მოსახლეობა რუსთაველის ქუჩის 50–იანებში მდებარე ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას წლებია ითხოვს. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება ზაფხულში. მაღალი ტემპერატურის დროს, კანალიზაციის სუნის გამო აქ გავლა შეუძლებელი  ხდება. გარდა ამისა, ხიდის ქვეშ, სავარაუდოდ, გრუნტის წყალი უშუალოდ კედელზე მიედინება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაძლოა დროთა განმავლობაში ტერიტორია ჩამოინგრეს.

სინქრონები:

  • ნოდარ ლობჯანიძე –  ასპინძის ქუჩის მცხოვრები;
  • ტარიელ ველიჯანაშვილი –  ასპინძის ქუჩის მცხოვრები;
  • ირმა გოგატიშვილი – მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი;
  • ემა ნაზარეტიანი –  ასპინძის ქუჩის მცხოვრები;
  • ილია ზარდიაშვილი – ახალციხის მერის პირველი მოადგილე.

ავტორები:

თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.

წყარო: TV9.