ახალი რუსული სცენარი აფხაზეთში – განსხვავებული აზრი

2016 წლის 20 დეკემბერი | 18:35

დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ტალღას სათავეში უდგას ოპოზიციური პარტია “ამცახარა”, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ცოტა ხნის წინ დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოების მოთხოვნის შედეგად ბჟანია მალევე გაათავისუფლეს. განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ახალი სცენარს კითხულობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. რამდენად აქვს წვდომა საქართველოს მთავრობას აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ინფორმაციაზე და როგორ აისახება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ოკუპირებულ რეგიონში განვითარებული მოვლენები. გადაცემა “განსხვავებული აზრი” გთავაზობთ ინტერვიუებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასა და ვახტანგ მაისაიასათან.

ორმოცდამეთვრამეტე გადაცემა.