ახალი მხატვრული ფილმი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის მიზნით [Video]

2017 წლის 16 ივნისი | 13:19

“უარყოფითი რიცხვები”  -ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღება იგეგმება საქართველოში. ფილმი კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეალურ ისტორიებს ეფუძნება, რომელთა ცხოვრება რაგბის თამაშმა შეცვალა.

როგორც  გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ განაცხადა,  გაეროს ბავშვთა ფონდის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივ ინიციატივით, ავჭალის სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბის გაკვეთილები 2011 წელს, ახალგაზრდა მსჯავლდებულებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური მუშაობის შესწავლის მიზნით დაწყო.

აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა სამოცამდე ახალგაზრდამ მიიღო და ბევრმა მათგანმა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგაც გააგრძელა რაგბის თამაში.

არასრულწლოვანი მსჯავლდებულების რეაბილიტაციისთვის ფილმის გადაღებას, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგი და ბრიტანელი პროდიუსერები აფინანსებენ.

სინქრონები:

  1. მაია ქურციკიძე-გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი;
  2. ნოდარ ანდღულაძე-რაგბის კავშირის წარმომადგენელი;
  3. დავით ისაკაძე-ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.