აკა სინჯიკაშვილს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადასცა [Video]

2017 წლის 18 აპრილი | 14:58

ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა ის ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა. “მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.