აგრო სიახლეები – 9 {VIDEO}

2016 წლის 21 ნოემბერი | 15:25

  • საქართველოში სასურსათო დანაკარგების შესწავლა იწყება. ევროპელი ექსპერტები უკვე ერთი კვირაა რაც საქართველოში იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ეცნობიან, მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ერთ თვეში საქართველოში სურსათის დანაკარგის ოდენობის დადგენის პროცესიც დაიწყება. გეგმების შესახებ ჩვენ გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს ეროვნული პოლიტიკის მრჩეველს გიორგი თელიაშვის ვესაუბრეთ.
  • საქართველოში ევროკავშირის ეგიდით არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი სოფლის მეურნეობასა და სასოფლო დასახლებების განვიტარებას უჭირავს,  ის გზა რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ 10 წელზე მეტია ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ესტონეთმა უკვე გაიარა, შესაბამისად მათი გამოცდილება და რჩევები მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების ასევე ფერმერებისა და გლეხებისთვისაც.
  • ზამთრის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება პირუტყვის სწორად გამოზამთრების საკითხი, ასევე ის რაციონი რომლითაც მერძეული ან მეხორცული პირუტყვი უნდა იკვებებოდეს, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა პროფესორი გიული გიგოლაშვილი.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 313.