აგრო სიახლეები – 6 {VIDEO}

2016 წლის 24 ოქტომბერი | 15:21

ბრუცელოზი – დაავადება რომელიც საქონლიდან ადამიანზეც შეიძლება გადავიდეს. რამდენად ეფექტურად ებრძვის პრობლემას სახელმწიფო, აგრეთვე აგროსიახლეებიდან შევიტყობთ დაზღვეული ვართ თუ არა ვადაგასული პროდუქციის რეეტიკეტირებისგან.

ნარჩენების მართვა:

ნარჩენების მართვის სისტემას რომ ხარვეზები აქვს და გამოსწორებას საჭიროებს თავად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროშიც აღიარებენ თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ნარჩენების მართვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს ეტაპობრივად დაინერგება.

როგორც ჩვენი თემიდან გაირკვა სანამ ნარჩენების მართვის სისტემაში ევრო რეგულაციები სრულად არ ამოქმედდება მანამდე შესაძლოა არაკეთილსინდისიერი მეწარმის მიერ ვადაგასული, რეეტიკეტირებული პროდუქტი დახლზე ხელახლა განთავსდეს, რომლის გაკონტროლების მექანიზმიც მინიმალურია, მეორადი გადამუშავებისთვის ვარგისი პროდუქცია კი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს.

პროდუქტის ეტიკეტირება:

პროდუქციის რეალიზატორი ვალდებულია ვადაგასული პროდუქცია დახლიდან მოხსნას და მწარმოებელს შეატყობინოს, რათა მათ პროდუქტის ამოღება უზრუნველყონ, მაგრამ თუ სარეალიზაციო პუნქტებში ამგვარი პროდუქცია მაინც გაყიდვაშია ეს უკვე დარღვევად ითვლება და შესაბამისი რეაგირება, აღმოჩენა, დალუქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა, როგორც ჩვენთან საუბრისას სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანა გემაზაშვილმა განაცხადა, სააგენტო მაღაზიების მონიტორინგს ეტაპობრიივად ახორციელებს და ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მის დალუქვასა და მწარმოებლის გაფრთხილებას უზრუნველყოფს, გაფრთხილების შემდეგ მწარმოებელი ვალდებულია აღნიშნული პროდუქციის იდენტიფიცირება მოახდინოს შემდეგ კი ამოიღოს, აღწეროს და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს.

ბრუცელოზი:

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 2015 წელს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ იმავე წლის თებერვალში ბრუცელოზთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა ექნებოდათ.

საქართველოს მთავარი ვეტერინარი აცხადებს, რომ მართალია ქვეყანაში 2 წელია დაავადების წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები მიმდინარეობს, დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ არსებობს.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 310.