აგრო სიახლეები – 5 {VIDEO}

2016 წლის 17 ოქტომბერი | 12:11

მევენახეობისა და ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სპორტულ-კულტურული სექტორებისადმი კომპლექსური მიდგომა ადგილობრივი განვითარებისთვის.

მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ ტრადიციულ დარგს წარმოადგენს, აგრო სიახლეებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მიღწევეზე არაერთხელ გვისაუბრია, გადავხედოთ როგორა ყურძნის მოსავლიანობის სტატისტიკა: 2006 წელს მევენახეებმა 162 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მიიღეს, მოსავლიანობის დინამიკა წლების მიხედვით მზარდი იყო, მკვეთრი კლება 2009-10 წლებში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა საქართველოდან ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა.

2011 წლიდან რუსეთის ბაზრის დახურვის გამო, ბიზნესმა შოკური მდგომარეობიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო რაც მოსვლიანობაზეც აისახა და კვლავ მზარდი დინამიკისკენ წავიდა, ამავე წელს ქვეყანაში 159 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მიიღეს, 2012 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების შედეგად მევენახეებმა სტიმული იგრძნეს და მოსავლიანობამაც კვლავ ზრდა დაიწყო, 2015 წელს კი მოსავლიანობის მაჩვენებელი რეკორდულ ციფრზე 267 ათას ტონაზე დაფიქსირდა.

შესაბამისი დინამიკა იყო ღვინის ექსპორტთან დაკავშირებითაც, თუ 2006 წელს 41 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტს ვახორციელებდით ეს რიცხვი 2007 წელს 29 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რუსეთის ემბარგოს გამო კლების დინამიკა 2010 წლამდე ცვალებადი იყო, რის შემდეგაც ეტაპობრივად მატება დაიწყო და თუ ამავე წელს 41 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ 2014 წელს უკვე 180 მილიონს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად, თითქმის ორჯერ შემცირდა მომდევნო წელს, რისი მთავარი მიზეზიც კვლავ რუსეთის ფაქტორი აღმოჩნდა, ამჯერად არა საქართველოში, არამედ ჩვენს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანაში, უკრაინაში, სადაც სამხედრო ინტერვენციის შედეგად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, შესაბამისად საქართველოდან ღვინის ექსპორტმაც იკლო. 2015 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 96 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 309.