აგრო სიახლეები – 4 {VIDEO}

2016 წლის 4 ოქტომბერი | 15:09

ქართული შებოლილი სულგუნი ამერიკის ბაზარზე – ცეზარ კახაძე 25 წლის იყო, როდესაც მისი მცირე საწარმო ყველის დასამზადებლად დღეში დაახლოებით 500 ლიტრ რძეს იბარებდა, 2013 წელს ახალგაზრდა მეწარმემ დონორი ორგანიზაციის დახმარებით შეძლო საწარმო რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობდა კონკურენტუნარიან ბიზნესად ექცია. 2013 წლის შემდეგ საწარმო დღეში 500 ლიტრიდან წარმადობა 10 000 ლიტრამდე გაზარდა და გარდა ქართველი მომხმარებლისა საკუთარ პროდუქციას ამერიკელ მომხმარებელსაც სთავაზობს.

ნებისმიერი მეწარმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს – რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექსპორტს ერთი მიმართულებით პრობლემები შეექმნა, რაც რუსეთის მაგალითზე უკვე ვნახეთ, სხვა საექსპორტო ნაკადებმა იმუშაოს და წარმოებამ რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. სწორედ ამ პრინციპს ემსახურება ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ ქართულ პროდუქციას გზა ჩინეთის ბაზარზეც გაეხსნება. საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, აგროსიახლეები დაინტერესდა რა სარგებელს მოუტანს შეთანხმება.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 307.