აგრო სიახლეები – 2 {VIDEO}

2016 წლის 20 სექტემბერი | 12:10

კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობაში. 2016 წელი როგორც აღმოჩნდა მარცვლოვანი კულტურების წელია, მსოფლიოში რეკორდულ მოსავალს ელიან, რა ტენდენციებია ამ მხრივ და არის თუ არა ჩვენი ქვეყანა თვითკმარი  მარცვლეულის წარმოებაში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მარცვლეულ კულტურებზე ფასების კლებას პროგნოზირებს, რაც მსოფლიოში მაღალი მოსავლიანობითაა განპირობებული. ორგანიზაციის გასული თვის პროგნოზით 2016 წელს მსოფლიოში 2 მილიარდ 566 მილიონ ტონა მოსავლს ელიან, რაც წინა წლთან შედარებითნ 22 მილიონი ტონით მეტია. ორგანიზაციას ცვლილება არ შეუტანია 2017 წელს ხორბლის მოხმარების ზრდის მაჩვენებელში – ის კვლავ 1,6 % ით ზრდის ნიშნულზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში მარცვლოვანი კულტურების მოხმარება გაიზრდება.

საქართველოში ხორბლის მოსავლიანობის მხრივ, ამაში საქსტატის მონაცემები დაგვეხმარება. 2010 წელს ხორბლის მოსავალმა 48 ატასი ტონა შეადგინა, 2011 წელს 96, 2012 ში ამ მაჩვენებელმა კლება განიცადა და 80 ათასი ტონა შეადგინა, 2013 წელს ზრდა დაიწყო და 81 ათას ტონაზე დაფიქსირდა, მომდევნო წელს კი 50 ათას ტონამდე მკვეთრად შემცირდა, მოსავალმა ყველაზე მაღალ 133 ათას ტონას გასულ წელს მიაღწია. რა საპროგნოზო მონაცემები გვაქვს ხორბლის 2016 წლის მოსავალზე – როგორც აღმოჩნდა წლევანდელი წელი მსოფლიოში უხვი მოსავლის მსგავსად საქართველოსთვისაც ნაყოფიერი იყო და 180 ათას ტონა ხორბალს ველოდებით.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 305.