აღმოსავლეთ პარტნიორობა შიდა ქართლში {VIDEO}

2016 წლის 28 დეკემბერი | 17:43

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შიდა ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ერთი წლის მუშაობა შეაჯამა. არინა თავაქარაშვილმა იმ ღონისძიებებსა და აქტივობების შესახებ ისაუბრა, რაც პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა.

მისი თქმით, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პლატფორმის შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. რეგიონის მასშტაბით, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ათობით შეხვედრა მოეწყო. ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დროს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სავიზო ლიბერალიზაციაზე, არჩევნებში ქალთა ჩართულობასა და წინასაარჩევნო გარემოზე, სოციალურ სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებსა და ოჯახში ძალადობაზე ისაუბრეს.

შიდა ქართლში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ევროვნული პლატფორმის წარმომადგენლობა უკვე ერთი წელია მუშაობს.

 

წყარო: “დია”