ადიდებული “ბორჯომულა” და მეწყერით დაზარალებული ბორჯომის მოსახლეობა [Video]

2017 წლის 22 მაისი | 14:36

მთიდან წამოსულმა მეწყერმა ბორჯომში, თორის ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრებლები დააზარალა. შემთხვევა 20 მაისს ღამით მოხდა. დაიტბორა მთელი უბანი, განსაკუთრებით კი ორი ოჯახი დაზარალდა.

მოსახლეობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. ისინი დახმარებას და განსახლებას ითხოვენ.

წყარო: TV ბორჯომი.