ადამიანის უფლებები სამეზობლო პოლიტიკისთვის – განსხვავებული აზრი

2017 წლის 6 ივნისი | 14:18

რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები, რომელ მხარეს დგას სახელმწიფო და რატომ, როგორია საქართველოს მთავრობის როლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში. 29 მაისს ჟურნალისტის საეჭვო ვითარებაში გაუჩინარების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობის მიმართ ბევრი კითხვა გაუჩნდა. “საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, არა ძლიერი მეზობლის ინტერესების დაცვით, არამედ იმ ვალდებულებების შესრულებით, რომელსაც მას საკუთარი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი აკისრებს”-საიას-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე. მედია და არასამთავრობო სექტორი პარალელს ავლებს თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საქმესთანაც. ეწირება თუ არა ადამიანის უფლებები სამეზობლო პოლიტიკას?– კითხვაზე პასუხის გაცემა ამ გადაცემაში სამწუხაროდ არც საპარლამენტო უმრავლესობამ, არც მთავრობამ არ ისურვა.

სამოცდამეთვრამეტე გადაცემა.