აჭარის მინისტრთა ახალი კაბინეტი მთავრობამ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა {VIDEO}

2016 წლის 15 დეკემბერი | 19:13

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წერილობით წარუდგინა. მოგვიანებით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ზურაბ პატარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ზაალ მიქელაძე წარადგინა. რაც შეეხება აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ამ თანამდებობებზე მყოფი რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე რჩებიან განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. განახლებულ მთავრობას აჭარის უმაღლესი საბჭო 7 დღის ვადაში განიხილავს. ინგა შამილიშვილი ბსუ-ს რექტორის მოადგილეა სასწავლო დარგში , რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ სახეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსზე წარდგენილ; ზაალ მიქელაძეს, ის სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე- 17-ე ნომერი იყო.