ახალგაზრდა ტრეისერები ახალციხიდან {VIDEO}

2016 წლის 8 ნოემბერი | 11:58

ახალციხეში ტრეისერები გამოჩნდნენ. ამ ორი ახალგაზრდისთვის კედლები, ღობეები და კიბეები სირთულეს არ წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახის დაბრკოლება სწრაფად და ეფექტურად გადალახონ.

ნუგო ჩილინგარაშვილი და ვანო ფეიქრიშვილი პარკურის მიმდევრები ორი წლის წინ გახდნენ. სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული პირებისთვის, ახალციხის ციხის ინფრასტრუქტურა ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდა. პარკური სპორტის ის სახეობაა, რომელსაც საქართველოში არაერთი მიმდევარი ჰყავს, თუმცა ახალციხეში ტრეისერის სტატუსი ჯერ მხოლოდ ორ ახალგაზრდას აქვს.

მესხმა ტრეისერებმა მცირე ზომის ტატამი შეიძინეს, სადაც მხოლოდ მარტივი მოძრაობების შესწავლას ახერხებენ. რთული ილეთების სწავლას და დახვეწას, დარბაზი და ინვენტარი სჭირდება – ამბობენ სპორტსმენები.

ახალგაზრდები სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ფიქრობენ, ამიტომ აპირებენ, რომ ინვენტარის შეძენაში დახმარება, ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვონ. მათი მიზანი პარკურით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა.

წყარო: TV9.