ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზინდეტის მოხსენებით გამოსვლისას დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს {VIDEO}

2017 წლის 3 აპრილი | 15:12

საკანონმდებლო ორგანოში პრეზინდეტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, თუმცა არც წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლისას ყველა საკითხი საინტერესოა.

რაც შეეხება მთავრობის დასწრების საკითხს, ვიცე-პრემიერის თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება, თუმცა მას ჯერ არ გადაუწყვეტია დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას.

7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. მმართველი გუნდი დათანხმდა პრეზიდენტის მოთხოვნას და მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება. თუმცა, როგორი იქნება დისკუსიის ზუსტი ფორმატი, ამ დრომდე უცნობია.

სინქრონი:

ალექსანდრე ჯეჯელავა – ვიცე-პრემიერი.