აგრო სიახლეები – 8 {VIDEO}

2016 წლის 7 ნოემბერი | 16:08

თემები:

  • საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ 250 იდან 300 ათას ტონამდე კარტოფილს მოიხმარს, რაც თვეში საშუალოდ 25 – 30 ათასი ტონაა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, 2016 წელს მოსავლიანობა 400 ათას  ტონას გადააჭარბებს, რაც საშუალო წლიური მოხმარებას აღემატება.
  • კვლავ  ვაგრძელებთ ესტონეთში ვიზიტის ამსახველ ციკლს და ამჯერად ვაშლის ქარხანის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აშენდა და ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
  • ვეტერინარის მიერ გაცემული კვალიფიციური რჩევა და სწორი დიაგნოზი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფერმერის განვითარებასა და შემოსავალს. სწორედ ვეტერინარების ცოდნის ასამაღლებლად და მათი უნარ-ჩვევების გასავითარებლად პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დოქტორი საქართველოში ქართველ ვეტერინარებს შეახვდა. განხილვის მთავარი თემა მესაქონლეობაში  რეპროდუქციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების საკითხები იყო. ვეტერინარიის დოქტორმა ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსოფლიოში უკვე წლებია მნიშვნელოვან დარგად ჩამოყალიბდა.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 312.