კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები მაუწყებელში – განსხვავებული აზრი

2017 წლის 11 ივლისი | 14:32

“მოვითხოვთ პარლამენტმა უარი თქვას მაუწყებლობის შესახებ კანონში იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას. პროექტის განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ფართო საზოგადოებრივი განხილვის უზრუნველყოფით”,- ეს გახლავთ ამონარიდი კერძო მაუწყებლების მიერ პარლამენტისადმი გაგაზვანილი მიმართვიდან. რას ეფუძნება საჯარო განცხადებაში მოყვანილი საფრთხეები? – ნახეთ ტელეკომპანია “კავკასიის” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განსხვავებული აზრი. კერძო ტელეკომპანიების მიერ გამოთქმულ საფრთხეებს, უსაფუძვლოდ აფასებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ოფიციალური პოზიცია ნახეთ თინათინ ბერძენიშვილის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორის ინტერვიუში.

ოთხმოცდამესამე გადაცემა.