შეთანხმება ცხინვალთან – განსხვავებული აზრი

2017 წლის 4 აპრილი | 14:17

რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საკითხზე საუბარი 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის ფარგელში შედგა. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. დიმიტრი სანაკოევია გადაცემა „განსხვავებული აზრის“ სტუმარი. მისი შეფასებით, სამხედრო შეთანხმება რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგრძელებაა. ელექტრო ენერგია, წყალი და ფინანსები-დღეს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსირება ისედაც  ხდება – ამბობს დიმიტრი სანაკოევი, გიორგი მგელაძესთან ინტერვიუში. ჩვენ ასევე გთავაზობთ “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კანაშვილის შეფასებას.

სამოცდამეათე გადაცემა.