+/- 7 თვითმმართველობა – განსხვავებული აზრი

2017 წლის 23 მაისი | 13:02

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, 7 თვითმმართველი ქალაქი მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება, გამგებელს კი მერი ჩაანაცვლებს, რომლის მანდატიც მთლიანად მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. არასამთავრობო სექტორი დაგეგმილ სიახლეებს “საბჭოთა კავშირში დაბრუნებად” აფასებს. როგორია სამინისტროს პოზიცია – ნახეთ ნიკოლოზ როსებაშვილის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვრცელი განმარტებები გადაცემა “განსხვავებულ აზრში”. ასევ გთავაზობთ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის პოზიციას, რომელიც თვლის, რომ “ყველა არგუმენტი, რომელიც ითქვა აქამდე, მცდარია”.

სამოცდამეთექვსმეტე გადაცემა.