7 მაისს საქართველო კვლავ მსოფლიოსთან ერთად ირბენს {VIDEO}

2017 წლის 30 მარტი | 18:06

6 კონტინენტი, 24 ქვეყანა, 25 ლოკაცია და ასი ათასზე მეტი მორბენალი – მსოფლიო რბენას უკვე მეოთხე წელია საქართველოც უერთდება. საქველმოქმედო აქცია საქართველოში 7 მაისს, კახეთში გაიმართება, მასში მონაწილეობის საშუალება 18 წლის ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსოფლიო რბენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. ე.წ. “ფინიშის მანქანა”, სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15-25კმ/სთ. სიჩქარით იმოძრავებს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი მორბენალს გადაუსწრებს ის შეჯიბრს გამოეთიშება. ორი გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, თავად აირჩევს 2018 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებს მონაწილეობას.

2017 წელს World Run საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. ღონისძიების პარტნიორები ფედერაცია “სპორტი ყველასთვის” და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. მსურველებმა წინასწარ რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ღირებულება 30 ლარს შეადგენს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება Wings for life-ის ფონდს, რომელიც ზურგისა და ხერხემლის ტვინის დაზიანების განკურნებასა და კვლევას აფინანსებს.

სინქრონები:

ჰაინც კინიგადნერი –  ფონდ Wings for Life-ის დამფუძნებელი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
მაია აზარაშვილი – ფედერაცია “სპორტი ყველასთვის” პრეზიდენტი.

 

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.