სამართალი მედიაში – განსხვავებული აზრი

2017 წლის 7 მარტი | 17:34

სამართალი მედიაში “რუსთავი 2” და ქართული სასამართლო სისტემა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პროგნოზი-„განსხვავებული აზრი“ საპარლამენტო უმრავლესობის და არასამთავრობო სექტორის ხედვებს გთავაზობთ. ლევან გოგიჩაიშვილს, დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ კვლავაც მიაჩნია, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დავა ორ კერძო პირს შორის მიმდინარეობს და ირწმუნება, რომ ხელისუფლება პროცესისაგან გამიჯნულია. “რუსთავი 2 ქართულ ოცნებას პრობლმას არ უქმნის, ამ სარედაქციო პოლიტიკით ჩვენ მოვიგეთ სამი არჩევნები“,- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. „ის რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო წელიწადზე მეტია და რაშიც ვერ დაინახა სწარფი რეაგირების აუცილებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ დღეში მიიღო დროებითი ღონისძიება“,-მოსაზრება ფონდ „ღია საზოგადოება-სქართველოს“ იურისტის გიორგი ბურჯანაძეს ეკუთვნის. მას ასევე, მაიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ძალინ კარგი მინიშნება“ უნდა იყოს.

სამოცდამეექვსე გადაცემა.