40-ზე მეტი მედიასაშუალების მონიტორინგის შედეგები {VIDEO}

2016 წლის 6 ოქტომბერი | 16:24

საინფორმაციო გამოშვევებში ბალანსის ნაკლებობა, პოლიტიკური ძალების მიკერძოებული გაშუქება, ეთერში სიძულვილის ენის გამოყენება, – ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები. პროექტის ფარგლებში მონიტორები 11 ტელევიზიას, 12 რადიოს, 7 გაზეთსა და 17 ონლაინგამოცემას აკვირდებოდნენ.

ტელევიზიების მონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განახორციელა. ტელეკომპანიებს შორის ერთ-ერთი რეგიონული ტელეკომპანია „TV25“-იც მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, სატელევიო ეთერი ყველაზე ხშირად, მთავრობას, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ და “ერთიან-ნაციონალურ მოძრაობას“ ეთმობოდა. რიგ ტელევიზიებში,  მთავრობა და მმართველი პარტიას ძირითადად დადებით კონტექსტში აშუქებდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი უარყოფითად. ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით ხდება.

რადიოების მონიტორინგი ინტერნიუსს-საქართველომ ჩაატრა. მკვლევარის, ზაქარია თავბერიძის შეფასებით, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც ძირითადად გაშუქების ზედაპიროლობასა და ინფორმაციის არამრავალფეროვნებაში გამოიხატება. ზაქარია თავბერიძ აქვეე აღნიშნავს, რომ რადიოებში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები უმეტესწილად დაცულია.

ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი კი „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუმა“ ჩაატრა. მკლვევარის, გიორგი ჯოლოგუას თქმით, პრესაში ხშირია ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ფაქტები, ასევე გადაუმოწმებელი მასალის დაბეჭვდის შემთხვევებიც. მკვლევარის თქმით, ონლაინგამოცემებში მასალები შედარებით უფრო დაბალანსებულია, თუმცა არსებობს სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა.

მედიამონიტორინგში, 40 მედიასაშუალება მოხვდა. კვლევის პერიოდი 20 მაისიდან 25 სექტემბერამდე პერიოდს მოიცავს, მონიტორინგი ნოემბრის ბოლომდე გაგარძელდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და UNDP(გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით, ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს-საქართველომ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ ჩაატრეს.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.

სინქრონები:

გიორგი მგელაძე – „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მკვლევარი;
ზაქარია თავბერიძე – ინტერნიუსს-საქართველო. მკვლევარი;
გიორგი ჯოლოგუა – „სამოქალაქო განვითარების ინსტიტი“.  მკლვევარი;
იანოშ ჰერმანი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი;
ნილ სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.