32 მილიონი ევროს გრანტი ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად – ევროკავშირის მორიგი გრანტი საქართველოს [Video]

2017 წლის 5 მაისი | 15:30

ევროკავშირთან საფინანსო შეთანხმება გაფორმებულია. ტექნიკური დახმარების პროგრამას ხელი მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რომლის მიზანიც საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.

”შეხვედრისას ევრო კომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს 24 ნოემბერს, ქალას ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების გამტკიცებას. “ – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები იოჰანეს ჰანმა შესანიშნავ ნაბიჯად შეაფასა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის იოჰანეს ჰანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 6 მაისს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

სინქრონები:

  1. გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი;
  2. იოჰანეს ჰანი – გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი.