28 მაისს სეტყვამ კახეთის რამოდენიმე სოფელი დააზარალა [Video]

2017 წლის 29 მაისი | 18:40

28 მაისის სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  ოთხი სოფელი, ტიბაანი, ჯუგაანი, ქვემო მაჩხაანი და ბოდბისხევი დააზარალა.  მოსახლეობა ყვება, რომ სეტყვა 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.  შედეგად დაზიანებულია ვენახი, კურკოვანი ხეხილი და ერთწლიანი კულტურები, მათ შორის მარცვლეული და ბოსტნეული.  ფერმერების  შეფასებით,  მოსავლის თითქმის 90 %  განადგურებულია.   სეტყვისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. შედეგები სამ დღეში გახდება ცნობილი.

სინქრონები:

  1. ივანე შენკენაშვილი-დაზარალებული;
  2. ლია მაძღარაშვილი-გამგებლის წარმომადგენელი ტიბაანში;
  3. მანანა ხატიაშვილი-დაზარალებული;
  4. დავით ჯანიკაშვილი-სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.