2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი ივლისიდან იწყება [Video]

2017 წლის 16 ივნისი | 14:59

ივლისი-ნოემბრის ჩათვლით თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების მედიმონიტორინგი განხორციელდება.

მონიტორინგს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინტერნიუს-საქართველო“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ ჩაატარებს. ამპერიოდში მონიტორები დააკვირდებიან, 60-მდე მედიასაშუალების – ტელევიზიების, რადიოს, პრესისა და ონლაინგამოცემების მიერ არჩევნების და საარჩევნო სუბიექტების გაშუქების პროცესს. ეთმობოდათ თუ არა კანდიდატებს თანაბარი დრო და როგორ კონტექსტში შუქდებოდა, ასევე ხომ არ დაარღვია მასალის ავტორმა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.

აქცენტი გაკეთდება რეგიონულ მედიაზე. მონიტორინგი მოიცავს „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ 7 ტელევიზიასაც: ტელეკომპანია „გურჯაანი“, „მე-9 არხი“ „ოდიში“ „რიონი“ „ქვემო ქართლი“ „ტვ 25“ და „გურია ტვ“.

როგორც „GARB“-ს „სამოქალაქო განვითარების ისნტიტუტის“  წარმომადგენელმა განუცხადა, მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში სავარაუდოდ არჩევნების წინ გამოქვეყნდება.

საარჩერვნო მედიამონიტორინგის მორიგი რაუნდი  ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამით ხორციელდება.

სინქრონი:

გიორგი ჯოლოგუა – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. მედიამკვლევარი.

 

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.