2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი იზღუდება {VIDEO}

2017 წლის 31 მარტი | 18:55

2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალება, ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან – 15 მიკრონზე ნაკლები სისქის – ინიციატივა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. საკანონმდებლო დოკუმენტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ინიციატივა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებსა და შეზღუდვას ითვალისწინებს.

სინქრონები:

  • ალვერდ ჩანქსელიანი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი;
  • ზაურ მელიქიძე – მოვაჭრე;
  • ბელა ბერიშვილი – ახალციხის მცხოვრები;
  • ეკატერინე ოქრომელიძე –  ახალციხის მცხოვრები;
  • ჯუმბერ მღებრიშვილი – ახალციხის მცხოვრები;
  • ნანა ნათენაძე – გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “აწყური”-ს თავმჯდომარე.

ავტორები:

თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

წყარო: TV9.