2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა – მონიტორინგის ანგარიში {VIDEO}

2017 წლის 25 იანვარი | 15:47

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2012 წელთან შედარებით, უფრო თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, – საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის სამონიტორინგო პროგრამის შედეგები წარადგინა.

პროგრამა განხორციელდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში შემავალ შესაბამის საარჩევნო ოლქებში.

ანაგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მცირე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. მონიტორინგში ასევე მოხვდა, მარნეულის 36-ოლქში მომხდარი დაპირისპირებაც.

სინქრონი:

ირმა ბასილაშვილი – “მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობი ჭურღულია.