20 მლნ. ევრო თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის {VIDEO}

2016 წლის 18 ოქტომბერი | 17:32

თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის 20 მლნ ევრო გამოყოფა. აღნიშნული ფინანსურ რესურსს, ასევე, ემატება 2 მილიონი ევროს ოდენობით საქართველოს თანამონაწილეობა, რაც 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრების და ენერგოეფექტურობის გაზრდის საშუალებას იძლევა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, პედაგოგთა სამუშაო პირობები და მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი.

20 მლნ ევროდან  14 მილიონი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი. შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

შეგახსენებთ, რომ სკოლების რეაბილიტაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებითაც ხორცილდება. ამისთვის ამერიკის მთავრობამ 54 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება.

სინქრონები:

  • ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრი;
  • ქეთევან ნატრიაშვილი- განათლების მინისტრის მოადგილე;
  • ვიტომირ მაილს რაგუზი – ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (СEB) მენეჯერი საქართველოსთან მიმართებაში.